სასწავლო პროექტი

 სპორტულ – გამაჯანსაღებელი ლაშქრობები



  1. პროექტის თემა: სპორტულ–გამაჯანსაღებელი ლაშქრობების მნიშვნელობა მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებაში
  2. პროექტის აქტუალობა: სპორტულ–გამაჯანსაღებელი ლაშქრობის მოწყობა ჩვენი სოფლის ახლომახლო სოფლების ციხე–კოშკებისა და ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად, რაც ხელს შეუწყობს მათ ჩვენი რაიონის თუ რეგიონის კულტრულ ფასეულობების კარგად გაცნობასა და დაუფლებაში, აგრეთვე რამოდენიმედღიანი ლაშქრობის მოწყობით ისინი მიეჩვევიან დამოუკიდებელ ცხოვრებას, რაც მთავარია გამოჩნდება მათი ხასიათის სიმტკიცე, ფიზიკური სიძლიერე ბუნებრივი პირობების მიმართ.
  3. პროექტის მიზნები და შედეგები: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა რაც შეიძლება მეტი გაიგონ და თავისი თვალით ნახონ ჩვენი რეგიონის ისტორიული და კულტურული ძეგლების შესახებ.ვიდეო და ფოტო საშუალებებით დააფიქსირონ მათი სილამაზე. მოსწავლეები ამ ლაშქრობის მოწყობით გაიკაჟებენ თავიანთ ფიზიკურ ცხოვრებას, ისწავლიან მეგობრობას და როგორ გაუმკლავდნენ ბუნებაში ცხოვრებას.
  4. მონაწილეთა ასაკი: 16-17-18 წელი.
  5. ვადები/ხანგრძლივობა: 3 დღე.
  6. მოსალოდნელი შედეგები: პროექტის მსვლელობისას შეფასდებიან მოსწავლეები თავიანთი სულიერი და ფიზიკური მონაცემების შესაძლებლობებზე, ვინ როგორ გაუძლებს ბუნებრივ კატაკლიზმებს, რა უნარ–ჩვევებს გამოავლენენ ბუნებაში ცხოვრების დროს, ვინ რა მასალას შეაგროვებს სხვადასხვა ციხე–კოშკებსა თუ ისტორიული ძეგლების შესახებ.
  7. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: საძილე კარვები, კვების მშრალი პროდუქტები, ღამის ფარნები, ფოტო, ვიდეო და მობილური აპარატები, საჭირო ინვენტარი და მედიკამენტები, აგრეთვე ჩაცმულნი უნდა იყვნენ მსუბუქი სპორტული ტანსაცმელებით.
  8. პროექტის მსვლელობა: პირველ რიგში მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავებთ მსვლელობის მარშრუტგეგმა. მოსწავლეები იქნან ჯგუფებად კარვებში განთავსების მიხედვით და შერჩეული მათ შორის ჯგუფის ლიდერები, რომლებსაც უშუალო კავშირი ექნებათ პროექტის ხელმძღვანელთან. (თუ საჭირო იქნება აგრეთვე შეიძლება აყვანილი იქნან მეგზურები) პროექტის მსვლელობის დროს მოსწავლეები მოიძიებენ სხვადასხვა სხარტულებს, იუმორულ გამონათქვამებს გურული გლეხებისაგან, ჩაიწერენ ინტერვიუებს ისტორიული თუ კულტურული ძეგლების შესახებ, გადაიღებენ ვიდეო და ფოტო მასალას და ეს ყველაფერი კავშირშია ისტორიასთან, ხელოვნებასთან და ლიტერატურასთან, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია  გაიგებენ მათი ფიზიკური შესაძლებლობების შესახებ, გაეცნობიან გურიის ბუნებას. ბოლოს პედაგოგოგებისა და სკოლის წინაშე ჯგუფის ლიდერები მოახდენენ პროექტის პრეზენტაციას და მოისმენენ მათ შეფასებებს, რაც გასათვალისწინებელი იქნება შემდეგი პროექტის მომზადებაში.
  9. პროექტის ხელმძღვანელი: ივანე კიღურაძე.
  10. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა: vanokiguradze@gmail.com                                                                                             

No comments:

Post a Comment